"რუსული ოცნება?!" - ესტონელმა პოლიტიკოსმა "ოცნება" ოკუპანტის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა
"რუსული ოცნება" - საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებაში ესტონელმა პოლიტიკოსმა დაადანაშაულა.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა კრიტიკის ქარცეცხლში "ოცნება" კონფერენციაზე, "დაამარცხე პუტინიზმი" გაატარა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ აქვს.
მე ვერ ვხედავ მთავრობის სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მესმის მხოლოდ ბრალდებები, რომ დასავლეთი არის დამნაშავე, თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ისეთი რამ რაც სხვებისგან არ მოგვითხოვია.
ყველაზე დრამატული და იმედისგამაცრუებელი არის ის, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ეს არის სრული ტყუილი, ეს არის რუსეთის ნარატივი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში. ასეთი ნარატივი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სად წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს ბოლოდროინდელი ქმედებები აჩენს ბევრ კითხვას. არის თუ არა ქართული ოცნება რუსული ოცბება? როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი რუსული გავლენების ქვეშ როცა ამდენი რუსული ბიზნესია საქართველოში როცა ამდენი რუსი შემოდის საქართველოში"- აცხადებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "პირველებთან" ინტერვიუში.