პრეზიდენტი "ოცნების" მხრიდან მისი პოლიტიკური შევიწროების მცდელობაზე საუბრობს
პრეზიდენტი "ოცნების" მხრიდან მისი პოლიტიკური შევიწროების მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა, სხვა არაფერია თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის აქტივობის შეზღუდვა.
პრეზიდენტის პოზიცია მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გაახმოვანა.
ის ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო "ოცნებამ" ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს დღეს არაფერს გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თვითონ იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ დაველოდოთ". - განაცხადა მსხილაძემ.