რატომ გაახსენდა ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება ახლა? - "ოცნება" თავს იმართლებს

05.09.23 13:33
რატომ გაახსენდა ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება ახლა?  - "ოცნება" თავს იმართლებს

რატომ გაახსენდა "ოცნებას" დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულება ახლა? - მმართველი პარტია თავის მართლების რეჟიმშია. პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პროცესი დროში იმიტომ გაიწელა, რომ ევროკავშირმა კანონის პირველი ვარიანტი "ოცნებას" დაუწუნა. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაცია ოქტომბრის თვის შესრულდება, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ ხელისუფლება ევროპის მინიშნებებს ელოდება. 

გვითხრეს, რომ უკრაინული კანონი, რომელსაც მანამდე ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ, არის მიუღებელი. ამის გამო გვთხოვეს, აღარ მიგვეღო ეს კანონი, მიგვეღო რაღაცა სამოქმედო გეგმა და ვმოქმედებთ ახლა ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით და სწორედ ამის მიხედვით შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რატომ ახლა? ამას აქვს მარტივი ახსნა, რეალურად, იწყება უკვე შეფასების დოკუმენტის მომზადება, შესაბამისად, რაც ადრე გავაკეთებდით უკეთესი ამ პრინციპით ვიმოქმედეთ. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ დოკუმენტში, რომელიც ოქტომბრისთვის მომზადდება. ასევე არის სხვა თემებიც, რაზეც მუშაობა გაგრძელდება. ეს არის იგივე სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი. ძირითადად ეს ორი თემა რჩება: დეოლიგარქიზაცია და სასამართლოს თემა. ყველაფერთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა და დეკემბრის შუა რიცხვამდე, როცა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება.დეოლიგარქიზაციის მიმართულებით უკვე 2 კვირაში გვექნება შესაბამისი შედეგი, სასამართლოსთან დაკავშირეით გარკვეულ მინიშნებებს ველოდებით და ოქტომბერში გაგრძელდება ეს პროცესი, - ამბობს კობახიძე.