"ოცნების“ ბრალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში 50 000- მდე მოწყვლადი ტერიტორიაა - ბითაძე
"ოცნების“ ბრალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში 50 000- მდე მოწყვლადი ტერიტორიაა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ბითაძის თქმით, ის ადამიანები საუბრობენ ადრეული გაფრთხილების სისტემაზე, რომლებმაც მისი მნიშვნელობა საერთოდ არ იციან.
როდესაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ რაიმე არ გაკეთდა, ან რამეს ვინმე უფრო სწრაფად გააკეთებდა, მენდეთ, რომ ეს არის გამორიცხული. იმ ქვეყანაში, სადაც ისედაც ძალიან მოწყვლადია ბუნება და შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ბრალი არ არის რომ ამ ქვეყანაში 50 000- მდე მოწყვლადი ტერიტორიაა, როგორც ჰიდროლოგიური ისე გეოლოგიური კუთხით. თურმე ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა გვეყენოს ყველა კუთხეში. არც იცით რას ნიშნავს, ადრეული გაფრთხილების სისტემა". - განაცხადა ბითაძემ.