ხელისუფლება ბორელს მხოლოდ 3 შესრულებული რეკომენდაციით ხვდება - გრიგოლ გეგელია
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს შეუსრულებელი რეკომენდაციებით და ანტიდასავლური რიტორიკით ხვდება. ოპოზიციის წევრის თქმით, 12 რეკომენდაციიდან "ოცნებამ" მხოლოდ 3 შეასრულა.
საქართველოს მთავრობა ამ მოვლენას, ამ ვიზიტს კვლავ ხვდება მხოლოდ 3 გახორციელებული რეფორმით, მხოლოდ ¼-ით რეფორმებისა და ეს ხელისუფლება ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება იმ ანტიევროპული რიტორიკით, ანტინისტიტუციური მიდგომით, იმ საყოველთაო ანტიდასავლურობით, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, ნაცვლად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მზად ხვდებოდეს ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რეფორმებით, საქმით, დადებითი იმპულსით, დადებითი პოლიტიკური გზავნილებით, - ამბობს გრიგოლ გეგელია.