ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერი აღარ გაიყიდება! - ლევან ხაბეიშვილი
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი აღარ გაიყიდება. განცხადებას ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერი აღარ გაიყიდება! აი ასე - აღარ, ვეღარ გაიყიდება"- წერს ხაბეიშვილი.
„რუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდა ადგილობრივი მერი პატარა მინიგარქ რუს ჩიგოგიძესთან ერთად. კი, ეს აღიარა მდინარაძემ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ და ეს ჩვენი ადგილობრივი ლიდერების - დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად ფიზიკურად იბრძოლეს. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს, ჩვენ ვართ ხალხის პარტია და ვიქნებით იქ, სადაც სჭირდება ხალხს. ეს არის პირველი პატარა, მაგრამ ჩოხატაურისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. შევინარჩუნეთ ნოდარ დუმბაძის სკვერი და რუსულ პარტიას ამ ინიციატივის უკან წაღება მოუწია“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჩოხატაურში ბროშურების დარიგებისას თავს ორი დღის წინ დაეხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ენმ-ს ცნობით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი.
შემთხვევა 3 სექტემბერს მაშინ მოხდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და შესაბამის ბროშურებს ურიგებდნენ ადგილობრივებს.