იმპიჩმენტის საკითხი და ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო - ხაბეიშვილი

05.09.23 13:47
იმპიჩმენტის საკითხი და ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის თამაშია, ხოლო თუ ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

ხაბეიშვილის თქმით, ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეს არ აინტერესებთ,

ბიძინა ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების თემას რაც შეეხება, ვალდებულიც კი არის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს და ამ ევროპული მომავლის შემაფერხებლად რომ არის ქცეული სააკაშვილის ტყვეობა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის თავისუფლება. ის ამას არ აკეთებს და მონაწილეობას იღებს ივანიშვილის თამაშებში. ჩვენ არ გვაინტერესებს ივანიშვილის და კობახიძის დაგეგმილი თამაშები, რომელზეც შემდეგ მედია სივრცეში მიმდინარეობს საუბარი, ნაცვლად იმ თემებისა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.