ამოქმედებულია ცხელი ხაზი - მთავრობის პასუხი ხურვალეთში თანამგზავრული რადიოსადგურის მშენებლობაზე

02.06.21 17:20
ამოქმედებულია ცხელი ხაზი -  მთავრობის პასუხი ხურვალეთში  თანამგზავრული რადიოსადგურის მშენებლობაზე

ხელისუფლება ხურვალეთში სავარაუდოდ თანამგზავრული რადიოსადგურის მშენებლობის ფაქტს გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი, ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციის გამო ცხელი ხაზი ამოქმედდა და საკითხის გარკვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ჩაერთო.  

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო, ჩვენ ბუნებრივია, ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია საერთაშორისო პარტნიორები, დაუყონებლივ  ჩაერთო საკითხში სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას," - ამბობს თეა ახვლედიანი. 

 

მსგავსი სიახლეები