თუ ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს რომ მან სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ნიშნავს იმას, რომ „მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები“
"წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, იმას, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ამას თუ გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ საოცრება იქნება“ - განაცხადა კობახიძემ.