ვიდრე ქვეყნის სათავეში "ოცნებაა", ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ - ბოკერია
"ევროპული საქართელოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის მიმართულებით, როგორც არ უნდა შეამსუბუქოს რიტორიკა, ეს იქნება მხოლოდ მოჩვენებითი. ოპოზიციონერის თქმით, საქართველოს სჭირდბა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაში ურყევი და მტკიცე იქნება. მისი თქმით, ვიდრე ქვეყნის სათავეში "ქართული ოცნებაა", ეროვნული ამოცანა ვერ შესრულდება.
არაფერი არ შეიცვლება იმისდამიუხედავად, ბორელს რას ეტყვიან, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც სხვა და სხვა აუდიტორიისთვის სხვა და სხვა გზავნილს აკეთებს. ჩვენ არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ბრუსელმა და ბორელმა სხვა და სხვა არგუმენტების მოშველიებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ჩვენ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც სწორი გაგებით პაპზე უფრო კათოლიკია, როცა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სხვისთის კი არა, ჩვენთვის, მანამდე ჩვენ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავყვეტთ, ამიტომ ეს ვიზიტი სხვა ვითარებაში იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნორმალურ ვითარებაში ამას უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ ხელისუფლების პირობებში, იმისდამიუხედავად, ზეგ შეამსუბუქებენ თუ არა ანტიდასავლურ კურსს, კურსს კი არა ირტორიკას, კურსი აქვთ, რამე სიმბოლურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს ყველაფერი არის მეათე ხარისხოვანი იმ მძმე ვიტარებაში, რომელშიც ვართ, როცა არ გვყავს ისეთი მთავორბა, რომელიც იბრძვის ამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის დასავლური ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს გიგა ბოკერია.