ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“ - კობახიძე

05.09.23 13:57
ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“ - კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი საერთო პატრონი „გლობალური ომის პარტია“ ჰყავთ.

როგორც "ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიცია და პრეზიდენტი ერთნაირი ინტერესებით მოქმედებენ.

კობახიძის თქმით, თუ ქვეყანას მაინც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება, თავის თავზე მიიწეროს.

„სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვს, ამას ყველა ხედავს. მათი რიტორიკაც ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ერთნაირი ინტერესებით მოქმედებენ. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი და მეორე, თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება, თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის მათი რადიკალური დღის წესრიგის მორიგი გამოვლინება“,-განაცხადა კობახიძემ.