ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოო გამარჯვებაში "ოცნების" როლი და ადგილი არ იქნება - გიორგი ვაშაძე

05.09.23 14:06
ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოო გამარჯვებაში "ოცნების" როლი და ადგილი არ იქნება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, "ოცნება" ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟს აწყობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქვეყანა გამარჯვებას მაინც მიაღწევს, ოღონდ ამაში ხელისუფლების როლი არ იქნება. 

ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, სრულფულებიან წევრობისისაც კი, ფაქტობრივად, საბოლოო ვადა გასაზღვრულია, ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ საბოტაჟი მოაწყოს ამ პროცესის და არ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი და რუსეთის გავლენის სფეროში იყოს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებას ხალხთან ერთად ჩვენ მივაღწევთ, ოღონდ ამ გამარჯვებაში „ქართული ოცნების“ ადგილი და როლი არ იქნება, - ამბობს გიორგი ვაშაძე.