ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა.
მდინარაძემ ამ განცხადებით საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.
„3 საათსა და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა ხდებოდა, ის იკითხონ. ისეთ რაღაცებზეა საუბარი, ეკრანის წინ საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში ახლა რასაც ვიტყვი - ფრაგმენტებად ამოჰყავდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, ხალხო! ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ. ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმო და რაჭაში ჩასულიყო, ნახავდა იქ რა ხდებოდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.