შოვის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოქტომბრამდე გადაიდო
შოვის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოქტომბრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახლა სხვა ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებებს ელოდება, ვინც კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, მათ შორის, საუბარია გახარიას გუნდის წევრებზეც.
ხელისუფლება მიატოვა ჩვენი მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ, რომ კკითხვებზე პასუხი სჭირდება ხალხს, რატომ მოკლა, პირდაპირი მნიშვნელობით, მისი უმოქმედობით ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანი და რატომ არც კი ეცადა მათ გადარჩენას, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან საერთოდ დაიცალოს და მას შემდეგ, რაც ინტერპელაციები პარლამენტში დასრულდება, აღნიშულ საკითხს თავად გადახედავს.
უნდა დადგინდეს სიმართლე და ჩვენს რეალობაში სიმართლის დადგენის ერთადერთი გზა არის, პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს ყველაფერს, რაც დაკავშირბეულია შოვის უმძიმეს ტრაგედიასთან, მათ შორის, საგამოძიებო კომისიას. ის, ენმ-მ გადაიტანა ეს საკითხი თვის ბოლოს, მიუთითებს იმაზე, რომ მათ დაინახეს, რეალურად, რომ არ კომისიის ინიცირების თემით ამ კვირაში დაკარგავდნენ საგამოძიებო კომისიას როგორც ინსტრუმენტს, - თქვა ბექა ლილუაშვილმა.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არ უნდა შეიქმნას. მათი თქმით, თუკი ოპოზიციას რაიმე კითხვები აქვს, ამ კითხვებზე პასუხებს ინტერპელაციების შედეგად მიიღებენ.
გარდა ამისა, ხელისუფლება ენმ-ს შეთავაზებას პასუხობს, რომელიც მათ შოვში ერთად წასვლას სტავაზობს. "ოცნება" ამტკიცებს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან დაგვიანებული პროვოკაციაა.
ორ კვირაში გაიმართება ინტერპელაცია შს მინისტრთან, ბატონ ვახტანგ გომელაურთან და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი. თუ რაიმე კითხვის დასმის თავი აქვს ოპოზიციას, კეთილი ინებოს და დასვას ინტერპელაციის წესით, თუმცა საზოგადოება ნახავს ორ კვირაში, რომ სინამდვილეშ, ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს რადიკალური ოპოზიცია შოვთან დაკავშირებით არის ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია. მათ გაავრცელეს, შეგახსენებთ, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად 9 უხეში ტყუილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც უბრალო სამარცხვინოა. ეს არის სამარცხვინო, როცა შენ ცდილობს ტრაგედიაზე ქულების დაწერას, - ამბობს ირაკლი კობახიძე.