მძიმე სანახავი იყო "ოცნების" არაადამიანური სახე - ვაშაძე შოვის ტრაგედიაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიისას მძიმე სანახავი იყო "ქართული ოცნების" არაადამიანური და ინდიფერენტული დამოკიდებულება და ის სახე, რომელიც მმართველმა პარტიამ აჩვენა.
ჩვენ დავინახეთ სამწუხაროდ ის, რომ ადამიანი არ არის დაცული ამ ქვეყანაში. სისტემები არ არის აწყობილი ისე, რომ თითოეული მოქალაქის დაცვაზე იზრუნოს, მყისიერად იმოქმედოს. მაგრამ, ალბათ, გაცილებით მძიმე იყო ის სახე "ოცნების", რომელიც ჩვენ დავინახეთ, ეს რაღაც ინდიფერენტული და ადამიანობისგან დაცლილი დამოკიდებულება ამ პროცესში". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.