მივდივარ იქ, სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება - რატომ დატოვა ჯარისკაცმა შეირაღებული ძალები
ჯარისკაცის სოლიდარობა რიონის მცველებს - შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე სკანდალური პოსტის შემდეგ მედიასთან არ ჩნდება.
მეზობლები კი ნიკოლოზ კვანჭიანს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. ამბობენ, რომ "ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს" და ოჯახთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
კვანშჭიანის ახლობლები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა შეირაღებულ ძალებსი წლების განმავლობაში მსახურობდა.
ჯარისკაცი აღნიშნავს, რომ დადგება იქ, სადაც "სიტყვის თავისუფლება არ შეუიზღუდება":
"8 თვე ბაზა ალგეთზე ვმსახურობდი (ბაზა ალგეთის საქმისმწარმოებლად - შემდეგ
მივიღე გადაწყვეტილება, საბრძოლო 4-მექანიზებულ ბრიგადაში "ქვეით ჯარისკაცად მემსახურა და მეტი გამოცდილება მიმეღო, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნის დასაცავად,
დავინიშნე მეტყვიამფრქვევედ!
ჯამში (სამწელიწადნახევარი ვიმსახურე
სავალებულოს ჩათვლით, საკონტრაქტოზე) დღეს კი, მივიღე გადაწყვეტილება რომ
ჩემს ქვეყანას სამოქალაქოდან,
იქიდან ვემსახურო საიდანაც შევძლებ
ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებას,
სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე ან სად ვაპირებ გადაადგილებას ჩემს კუთვნილ შვებულებაში!
ვინც წლებია მსახურობთ და დღესაც იქ ხართ, ღმერთმა მშვიდობიანად გამსახუროთ თავდაცვის ძალების რიგებში და გისურვებთ რომ ყოველთვის
ისეთი გადაწყვეტილება მიგეღოთ, რაც ჩვენს სამშობლოს გამოადგება და თუნდაც ერთი-საფეხურით წინ წაწევს,
სახელმწიფოებრივად გვეაზროვნოს და მთავრობას კი არ ვემსახუროთ ან რაიმე უწყებას, არამედ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ ოდიდგანვე!!!
უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი!"- დაწერა ჯარისკაცმა.