პასუხია გასაცემი, რატომ მოკლა უმოქმედობით ხელისუფლებამ ათეული ადამიანი - ხაბეიშვილი შოვზე

05.09.23 14:51
პასუხია გასაცემი, რატომ მოკლა უმოქმედობით ხელისუფლებამ ათეული ადამიანი - ხაბეიშვილი შოვზე

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან კითხვებზე პასუხებია გასაცემი. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ უმოქმედობით მოქალაქეები მოკლა. 

ხელისუფლება მიატოვა ჩვენი მოქალაქეები. მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ, რომ კკითხვებზე პასუხი სჭირდება ხალხს, რატომ მოკლა, პირდაპირი მნიშვნელობით, მისი უმოქმედობით ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანი და რატომ არც კი ეცადა მათ გადარჩენას, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შოვის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ოქტომბრისთის გადაიდო.