თავდასხმა ოპოზიციაზე ჩოხატაურში - დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

05.09.23 14:54
თავდასხმა ოპოზიციაზე ჩოხატაურში - დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

თავდასხმა ოპოზიციაზე ჩოხატაურში - დაკავებულებს ბრალი ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს. 

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩოხატაურში თავს ენმ-ის წევრებს დაესხნენ. თავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა. დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.