დაპირისპირება პარლამენტში - ბოკუჩავა ქადაგიშვილს გინებაში ადანაშაულებს
დაპირისპირება პარლამენტში - თინა ბოკუჩავას და ირაკლი ქადაგიშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება დღეს სხდომათა დარბაზში ისევ გაგრძელდა.
ნაცმოძრაობის დეპუტატი "ოცნების" ლიდერს გინებაში და მთელს ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.
გინება ბატონი ქადაგიშვილის მხრიდან, ეს არის თქვენი რეალური სახე და ეს იყო სწორედ თქვენი რეაქციაც შოვის ტრაგედიის შემდეგ უშუალო, როდესაც სამარცხვინოდ, აგრესიულად თავს ესხმოდით დაზარალებულებს. ჩვენ გვსურს დანაშაულის გამოძიება, თქვენ კი დანაშაულის დაფარვა. ანტიდასავლური იმპიჩმენტის პროცესს გვთავაზობთ და ამით ცდილობთ რეალური პრობლემის გადაფარვას". - უთხრა ბოკუჩავამ ქადაგიშვილს.
თავად "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ბოკუჩავას ბრალდებებს სამარცხვინოს უწოდებს.