გაუსაძლისი პრობლემები ხევსურეთში - "ოცნებას" პარლამენტში ჩანაწერი ჩაურთეს
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პარლამენტში ხევსურეთში არსებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ისაუბრეს. ისინი თავად იყვნენ ჩასულები ადგილზე და მოსახლეობისგან პირადად მოისმინეს იმ პრობლემების შესახებ, რაც ხევსურეთშია
სამნიძემ "ოცნებას" აუდიო ჩანაწერი ჩაურთო პლენარულ სხდომაზე, სადაც ხევსური ქალი უშუქობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პრობლემის გამო შვილთან კონტაქტიც არ შეუშლია, რომ მას ხმა მიაწვდინოს და უთხრას, რომ ცოცხალია.
"ყურადღება მიაქციეთ და არა სადღეგრძელოებით, მთაში მცხოვრებ ადამიანებს. მინდა მივმართო სახალხო დამცველსაც, აქ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომლებსაც არ აქვთ სახლამდე მისასვლელი გზა და ელექტროენერგია. ჩადით იქ, ოღონდ არა ბახილებით". - განაცხადა სამნიძემ.
სამნიძეს უპასუხა "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დასახლებულ პუნქტში, ყველგან ელექტროენერგია მიყვანილია. არ გეუბნებით, რომ ერთ კომლიან სოფელში გაზია მიყვანილი"- თქვა ქადაგიშვილმა.
"ოცნების" დეპუტატის ამ რეპლიკას პარლამენტის სხდომათა დარბაზში თეონა აქუბარდია გამოეხმაურა და ქადაგიშვილს უთხრა, რომ მას ერთი და 20 ადამიანის ბედი არ აინტერესებს.
ბატონო ირაკლი, თქვენ ახლა გვითხარით, რომ ერთი და 20 ადამიანის ბედი თქვენთვის არაფერი არ არის. და თურმე, ჩვენ არ ვხედავთ იმ აღმშენებლობას, რომელიც "ოცნების" პირობებში თქვენ წამოიწყეთ". - უთხრა აქუბარდიამ ქადაგიშვილს.