“ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!" - ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა პირველ ღონისძიებას გამართავს

05.09.23 15:15
“ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!" - ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა პირველ ღონისძიებას გამართავს

 

 

 

“ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის!" - ამ სახელწოდებით საჯარო ღონისძიებას გამართავს ნინო ლომჯარიას მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა". ღონისძიება 7 სექტემბერს საღამოს 7 საათზე გაიმართება.

როგორც ლომჯარია წერს, "საქართველოს ევროპული ორბიტა" ახალი საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც ქმნის სივრცეს მათთვის, ვისაც სწამს საქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის არსებული გამოწვევები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

შეხვედრის მთავარ თემას ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს - Რატომ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსი ახლა? რას ნიშნავს სტატუსი საქართველოსთვის? რა შემიძლია გავაკეთო მე? - ეს არის მთავარი კითხვები, რაზეც სპიკერები დისკუსიის ფარგლებში ისაუბრებენ.