თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ? - წილოსანი

05.09.23 15:27
თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ? - წილოსანი

"თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?" - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა ოპოზიციას.

წილოსანი ხელისუფლების ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეალურად ოპოზიციას მოსახლეობის პრობლემები არ აინტერესებს. 

სრული დეზინფორმაცია, სტიქიებზე და უბედურებებზე მონადირე, დაგეშილი ადამიანების ზეიმი, როცა რამე განსაცდელი გამოუჩნდება ჩვენს ხალხს და იგივე მოხდა ახლაც, ალბათ ამ ბოლო დღეებშიც, ბევრჯერ ნახავდით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აღშფოთებულს და ანერვიულებულს, თითქოს კახელ გლეხებზე რომ დარდობენ, მაგრამ ვითომ თავის საქმეს, რაც მათ ევალებათ, საერთოდ ასრულებენ კი?! ეს ადამიანები, თითქოს იმიტომ აირჩია საკუთარმა ამომრჩეველმა, რომ მათი წარმომადგენელი ყოფილიყვნენ პარლამენტში და მნიშვნელოვან პროცესებში ღირებული მონაწილეობა გაეწიათ, თუმცა რამდენჯერ დაესწრნენ მაგალითად აგრარული კომიტეტის სხდომებს, სადაც ზუსტად ის საქმე უნდა გააკეთონ, რაზეც ისინი შემდგომში ქუჩიდან და ტელევიზიებიდან გაჰყვირიან და ნერვიულობენ. ვისურვებდი ოპოზიციის პასუხისმგებლობა მაშინ გამოიყენოთ, როცა ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქ, პარლამენტში ვმსჯელობთ. თქვენ სატელევიზიო მსახიობებად აგირჩიათ ხალხმა და მხოლოდ სანახაობით გინდათ გაართოთ?!“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.