ზარქუა სამადაშვილს: უბრალოდ გაჩუმდით სალომე, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც

05.09.23 15:31
ზარქუა სამადაშვილს: უბრალოდ გაჩუმდით სალომე, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც

პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება გრძელდება - "ქართული ოცნების" წევრმა სალომე სამადაშვილს "ხელმოცარული დიპლომატი" კიდევ ერთხელ უწოდა და "გაჩუმება" ურჩია. 

„აი ეს, რომ გვყავს პარლამენტში, ხომ იცით, ქალბატონი სალომე (სამადაშვილი), ხელმოცარული დიპლომატი...  რატომ ვეძახი ხელმოცარულ დიპლომატს? იმიტომ, რომ ის ევროკავშირში ჩვენი ელჩი იყო და როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, ერთი განცხადება ვერ გააკეთებინა ევროპელებს, ერთი რეზოლუცია ვერ მიაღებინა, სანქცია ვერ დაუწესეს რუსეთს, ამიტომ არის ხელმოცარული და ყოველთვის ასე იქნება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო, გაჩუმდით სალომე, გაჩუმდით უბრალოდ, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც (პრეზიდენტი). ამიტომ არის, რომ შეგიზღუდეთ სიარული. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც შენ ამბობ სალომე კულუარებში. შენმა კოლეგამ გამხილა, ბატონმა ხაზარაძემ. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და მორჩა, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“,   - მიმართა ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს.