რამდენ მუნიციპალიტეტში არ გვყავს რეანომობილები? - დეკანოიძე "ოცნებას"
რამდენ მუნიციპალიტეტში არ გვყავს რეანომობილები, ადამიანს გულის შეტევა რომ დაემართება, რა უნდა ქნას? - ამ განცხადებით მიმართა ხატია დეკანოიძემ "ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდოამზე.
დეკანოიძის თქმით, შოვის ტრაგედიის შემდეგ უნდა გამოსულიყო გარემოს დაცვის კომიტეტი და მოსახლეობისვთის ყველა სახის ინფორმაცია მიეწოდებინა.
იმის ნაცვლად, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ, გარემოს დაცვის კომიტეტი გამოსულიყო და დეტალურად აეხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაფერი, ევაკუაცია როგორც ხდება, სად არის საშიში რეგიონები, ამის ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ.
რამდენ მუნიციპალიტეტში არ გვყავს ჩვენ რეანომობილები. იგივე ონში, არ გვყავს და ამბროლაურიდან უნდა ჩავიდეს ან ქუთაისიდან უნდა წავიდეს. ადამიანს გულის შეტევა რომ დაემართება, რა უნდა ქნას? - განაცხადა დეკანოიძემ