"რეალური შედეგები უნდა დავინახოთ" - ნინო დოლიძე დეოლიგარქიზაციაზე

05.09.23 15:39
"რეალური შედეგები უნდა დავინახოთ" - ნინო დოლიძე დეოლიგარქიზაციაზე

„სამართლიანია არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით რეალური ნაბიჯები უნდა გადაგას და რეფორმები ფასადური არ უნდა იყოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი, ოლიგარქიისგან  თავისუფალი ინსტიტუტები არსებობდეს.

ალბათ ყველაზე მთავარი ის არის, რას ვიტყვით ჩვენ, საქართველო, რა ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომიამ გასცეს რეკომენდაცია და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება დადებითად იქნეს მიღებული. აქ ჩვენ ის კი არ უნდა ვნახოთ, რაიმე კანონმდებლობა მიღებული, მაგალითად, ოლიგარქის გავლენები როგორ არ უნდა იყოს, ჩვენ ეს უნდა დავინახოთ რეალურად შედეგები. აი, ამას ვერ ვხედავთ და იგივეს გავიმეორებ, რომ ჩვენ თუ ვერ დავინახეთ, რომ დამოუკიდებელი იქნება ინსტიტუტები, მაშინ იგივე ოლიგარქიულ გავლენებზე ვისაუბრებთ, ამიტომ ჩვენ, რეალურად, ქვეყანაში ველოდებით დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, - ამბობს „სამართლიანია არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.