"ოცნება" ოლიგარქად გამოაცხადებს ყველას, მაგრამ არა ივანიშვილს - ზვიად ქორიძე
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების დაპირება დეოლიგარქიზაციის პირობის შესახებ, არ შესრულდება. მისი თქმით, "ოცნება" ოლიგარქად არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ვინმე სხვას გამოაცხადებს, რადგან ივანიშვილი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩნების წყაროა.
ექსპერტი ხლეისუფლების ქმედებებს "ცრუ მოძრაობებს" უწოდებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემცველია.
არ ვარ დარწმუნებული, როცა საქართველოს მთავრობა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, ის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდეს. ყველა სხვას გამოაცხადებენ ოლიგარქად, ოღონ ბიძინა ივანიშვილს არა. როგორც ბიძინა ივანიშვილი დღეს არის ხელისუფლების ძალაუფლების წყარო მათთვის. აი, ამ ევროკავშირის, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ისეთი ცრუ მოძრაობები, ისეთი ფინტები შეაჩერონ, რომელიც კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, - ამბობს