ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება - ჩარკვიანი

05.09.23 15:53
ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება - ჩარკვიანი

ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა პარლამენტში გააკეთა. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი სირცხვილია. 

"თქვენ რომ მოგყავდათ, მაშინ მე რეზიდენტს ვეძახდი, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ავიღეთ და დავდეთო, რა ვიცი, მდინარაძემ თქვა. სულ ფაქტებით გესაუბრებით"- მიმართა ჩარკვიანმა "ქართულ ოცნებას". 

„ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი“ - თქვა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა.