ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი თანამდებობიდან გადააყენეს

05.09.23 15:55
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი თანამდებობიდან გადააყენეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი თანამდებობიდან გადააყენეს. პუსტოვალოვის გადაყენების შესახებ განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პირველ სექტემბერს მოაწერა ხელი. პუსტოვალოვი 2020 წლიდან მუშაობდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერად.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ჯანსუღ ნანბას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ნანბას სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. 

4 სექტემბერს, აფხაზური ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. როგორც „ინტერფაქსი“ წერს არძინბას გადადგომა დაუდასტურა წყარომ, თუმცა, ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას არძინბას განცხადება, ჯერჯერობით, არ დაუკმაყოფილებია.

მსგავსი სიახლეები