როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი კონსტიტუციას არღვევს, უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა - მდინარაძე
როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი კონსტიტუციას არღვევს, უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ნარატივს არის აყოლილი და მისი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.
როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი არღვევს კონსტიტუციას, უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება აზრი არ ჰქონდეს აღსრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ვიცით, რომ 100 ხმა ჩვენ არ შეგვიგროვდება. მეორეა, მორალური, პოლიტიკური მხარე, რაც გინდათ დაარქვით მხარე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სხვა აზრზეა და აყოლილია ნაცმოძრაობის და მათი პატრონების ნარატივს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შარშან კარგად მოიქცნენ ევროპელები, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსიო თქვა ეს? თქვა. წელს თქვა, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთო, როდესაც შესრულებულია რეკომენდაციები და ამბობს, რომ მხოლოდ ფორმალურადაა შესრულებულიო, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთვის დარტყმა პირდაპირ". - განაცხადა მდინარაძემ.