უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

05.09.23 16:07
უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, რეზნიკოვის გადაყენებას პარლამენტის 327-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რადა ახლა განიხილავს რუსტემ უმეროვის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, ოთხშაბათს კი დეპუტატები კენჭს უყრიან მის დანიშვნას თავდაცვის მინისტრად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად  ყოფილი ოპოზიციონერი რუსტემ  უმეროვი  ემზადება. ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე რეზნიკოვს ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების შესახებ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.