სკვერი არ გაიყიდება - რატომ დაიხია "ოცნებამ" უკან?

05.09.23 16:28
სკვერი არ გაიყიდება - რატომ დაიხია "ოცნებამ" უკან?

სახელისუფლებო გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე დღეს პარლამენტშია მტკიცებდა, რომ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი არ გასხვისდება და იქ ვერაფერი აშენდება. მმართველი პარტიის წევრმა დღეს კონკრეტული მუხლი დაასახელა და თქვა, რომ აღნიშნული კანონით ეს ვერ მოხერხდება. 

მე-6 ნაწილში 97 მუხლის - სკვერში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აშენებული იქნას მხოლოდდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. პრაქტიკაში შეუძლებელია, რომ სკვერის ნაწილი, იქ იყიდებოდა 295 კვადრატი, გავერკვიე დეტალებში გუშინ, 2000 კვადრატია თუ მეტი სულ, სკვერის ნაწილი გაიყიდოს... თქვენ როგორ გააპროტესტოთ, ისისწავლეთ და როგორ უნდა მოიქცეს ყველა. სკვერის გაყიდვა იმ მიზნით, რომ იქ რაღაც აშენდეს, არის შეუძლებელი, - თქვა მდინარაძემ.

თავის მხრივ მდინარაძეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომელმაც მმართელი პარტიის წევრს განუმარტა, რომ სწორედ ამ მიზეზით სცემეს ენმ-ს წევრები ჩოხატაურში "ოცნების" მხარდამჭერებმა.

წაიკითხა მუხლი, რომ არ შეიძლება ამის გასხვისება და იქ რამიშ აშენებაო და თან აქეთ გვარიგებს ჭკუას. დავით მჟავანაძე მაგას უხსნიდა იმ ზონდერს, რომ არ შეიძ₾ება სკვერის გასხვისება და სკვერში რაიმე კერძო საკუთრების აშენება. ხო, მამუკა, მაგის გამო სცემეს ის ადმიანები. ახლა რას გვიხსნით თქვენ, რომ ეს რომ მჟავანძემ ტქვა, თავი მიარტაყა ზონდერს თუ რისი ახსნა გინდა? "ჩვენი ხელწერა არ არის ძალადობაო" და აბა, რა არის? ძალადობა არ არის, რომ კანონედარღვევა, არ სეიძლება სკვერში აშენება, ამის გამო რომ ფიზიკურად რომ უსწორდებიან? ყველამ ხომ ვიცით, რო მურუსიძე ხვალ ან ზეგ აგმოუშვებს იმ ადმიანებს? თუ გინდათ, სანიძალოდ დაგიდებთ!, - თქვა პაატა მანჯგალაძემ. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მათ  რომ სკვერის გასხვისება არ გაეპროტესტებინათ, "ოცნება" ამას აუცილებლად გააკეთებდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ოცნებამ" უკან სწორად მათი პროტესტის შედეგად დაიხია. 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ოცნების" პარტაქტივმა დღეს ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.  

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდქსის 126 მუხლით მიმდინარეობს.