ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება - სააკაშვილის მიმართვა ენმ-ს

05.09.23 16:27
ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება - სააკაშვილის მიმართვა ენმ-ს

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ორად გახლეჩილ პარტიას - "ვინც წავა განულდება"- აღნიშნულია მესამე პრეზიდენტის წერილში, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

წერილის ავტორი გიგა ბოკერიას მიერ, წლების წინ არჩეულ გზას აკრიტიკებს და პირდაპირ წერს, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი პოლიტიკურად "დამთავრდა". 

"პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან", - წერია სააკაშვილის ხელნაწერში. 

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილი წერს, პარტიაში განახლება აუცილებელია, თუმცა, გახლეჩას არ მიესალმება. 

მინდა მივმართო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს!

ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. 

სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!" - წერს სააკაშვილი.