ძალადობა ქალზე - სოფელ ლეღვას რწმუნებულს ბრალდება წარედგინა

05.09.23 16:30
ძალადობა ქალზე - სოფელ ლეღვას რწმუნებულს  ბრალდება წარედგინა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სოფელ ლეღვას რწმუნებულს ბრალდება წარედგინა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა", - წერია განცხადებაში.

თანამდებობის პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.