ექსკლუზივი: ვაშინგტონი სხვა მოსამართლეების სანქცირებაზეც ფიქრობს, დღის წესრიგშია ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაც - კრის სოჩა

05.09.23 16:59
ექსკლუზივი: ვაშინგტონი სხვა მოსამართლეების სანქცირებაზეც ფიქრობს, დღის წესრიგშია ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაც - კრის სოჩა

 

 

ვაშინგტონი მოსამართლეების ახალი ჯგუფის სანქცირებაზე  ფიქრობს, დღის წესრიგშია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაც - ეს განცხადება "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სენატის საგარეო კომიტეტის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა, კრის სოჩამ გაკეთა.

ინა ცარციძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში  სოჩამ თქვა, რომ კითხვები საქართველოს მთავრობასთან  ბევრი აქვს და ამ კითხვებზე პასუხები   ვაშინგტონის შემდეგ ნაბიჯებს განსაზღვრავს. 

"ორ თვეში შესაძლოა, ახალი სანქციები ნახოთ ან ვაშინგტონის ახალი ნაბიჯები" - ამბობს გავლენიანი პოლიტიკოსი.

რამდენიმე წლის წინ, მე ვსაუბრობდი სანქციების როლზე რომელსაც ჰქონდა უნარი შეეცვალა საქართველოს პოლიტიკა. ვინ არის ამ სანქციების სამიზნე? ეს ყოველთვის არის ღია დისკუსიის საგანი. როდესაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები მოსამართლეებს საქართველოში ამ გადაწყვეტილებამ აქ ძალიან ბევრი ადამიანის კმაყოფილება დაიმსახურა.

ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც ფიქრობს, რომ გაგრძელება უნდა იყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს უფრო მეტ მოსამართლეს და კონკრეტულ აქტორებს საქართველოს შიგნით. ეს არის განგრძობადი,  ვაშინგტონში ამ თემაზე საუბრები გრძელდება  მომდევნო ერთი,  ორი თვის განმავლობაში თქვენ შეიძლება ნახოთ, რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, თუმცა გარწმუნებთ, რომ ვაშინგტონში ამ თემაზე საუბრები გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი პოტენციური საუბრების ნაწილია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი გადაწყვეტილი არარის"- განაცხადა მაღალჩინოსანმა.