პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი მივიღოთ, ამიტომ უცხადებთ იმპიჩმენტს - სამადაშვილი "ოცნებას"

05.09.23 16:50
პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი მივიღოთ, ამიტომ უცხადებთ იმპიჩმენტს - სამადაშვილი "ოცნებას"

„ლელო“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამის გამო უცხადებს იმპიჩენტს "ოცნების" ხელისუფლება პრეზიდენტს.

სამადაშვილი ამბობს, რომ ამიტომ, არის „ქართული ოცნება“ რუსული ხელისუფლება. 

პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს არ დავკარგოთ ჩვენი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება.

ხალხის უმრავლესობა რომ იყოთ თქვენ აქ და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული პარლამენტის წევრებად, ამ საშემოდგომო სესიას გახსნიდით იმ პრემიერმინისტრის გადაყენების მოთხოვნით, რომელმაც შეუსრულებელი დატოვა ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა წაგვიყენა კანდიდატის სტატუსის მისაღებად". - განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.