ოკუპირებულ აფხაზეთში არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში „მინისტრ“ ინალ არძინბას გადადგომის შესახებ უარყვეს ინფორმაცია.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასსი" იუწყებოდა