ენმ უნდა გვიყვარდეს და არა შენი თავი ენმ-ში - ბეჟაშვილი სააკაშვილის გზავნილს იზიარებს

05.09.23 17:21
ენმ უნდა გვიყვარდეს და არა შენი თავი ენმ-ში - ბეჟაშვილი სააკაშვილის გზავნილს იზიარებს

"მგონი, ცხადი გზავნილი არის ყველასთვის და ბევრმა უნდა გაითვალისწინოს ეს სამომავლო გადაწყვეტილებებისას," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილში პირდაპირ წერია, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო და თუ კიდევ ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, მგონი ცხადია. დღეს ენმ-ს კარი ყველასთვის ღიაა და ყველა ადამიანებმა უნდა გადალახოს შინაგანი წინააღმდეგობები და ერთიანობისთვის უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები და ჩვენ ერთად უნდა ჩავებათ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მგონი, ცხადი გზავნილი არის ყველასთვის და ბევრმა უნდა გაითვალისწინოს ეს სამომავლო გადაწყვეტილებებისას. დავაფასოთ ის, რომ ენმ უნდა გვიყვარდეს და არა შენი თავი ენმ-ში, ამიტომ კარი ღია არის,“ - ამბობს ბეჟაშვილი. 

ვის გულისხმობს სააკაშვილი "ბოკერიას გზის" პოლიტიკოსებად - როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ვის გულისხმობს პრეზიდენტი სააკაშვილი, ამას მომავალი გამოაჩენს, ამიტომ მე მოვლენებს ნამდვილად არ გავუსწორებ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ადამიანების მცდელობა, ივანიშვილის სურვილის განხორციელების ენმ-ის დაშლის, ძალიან წარუმატებელი იყო ძალიან ბევრჯერ.

(იგულისხმება თუ არა ნიკა მელია?) ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ივანიშვილის ოცნებას - ხორცშესხმულს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლის ან დასუსტების - ვერ იხილავს,“ - ამბობს ბოკუჩავა.