უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ - შემოსავლების სამსახური

05.09.23 17:27
უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ - შემოსავლების სამსახური

სადახლოსა და ვალეში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღმოჩენილია პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა

"საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ვალე" და "სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს" - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.