ვის უანონსებს სააკაშვილი განულებას? - მესამე პრეზიდენტი თანაპარტიელებს მიმართავს
ვის უანონსებს მიხეილ სააკაშვილი განულებას? - პატიმარი პრეზიდენტის წერილი "ვივა - მედიდან" "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი დაბნეულობის მიზეზი ხდება. ასეთი პირდაპირი მიხელ სააკაშვილი პარტიის წევრების მიმართ დიდი ხანია არ ყოფილა. ორად გახლეჩილი პარტიის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს. წამსვლელებს კი უანონსებს, რომ გიგა ბოკერიას გზას დაადგებიან, რომელიც სააკაშვილის მტკიცებით, განულებული და პოლიტიკურად დასრულებულია.
გულისხმობს თუ არა წამსვლელებში სააკაშვილი მელიას, არ აკონკრეტებს, თუმცა ადრესატის ვინაობა რთული მისახვედრი არ არის. სავარაუდოდ, პარტიის დამფუძნებელი მოვლენების განვითარების მისთვის ყველაზე ცუდ სცენარს განიხილავს, როცა შესაძლოა, ენმ-ის რიგები მელიამ დატოვოს, ამიტომ "ვივა-მედიდან" სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის და საკუთარი ხელით დაწერილი წერილით თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ პარტია საბოლოოდ დაშლას უნდა გადაარჩინონ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.