აშშ-მ შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს - დაანონსებულია სანქციების ახალი პაკეტი

05.09.23 20:07
აშშ-მ შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს - დაანონსებულია სანქციების ახალი პაკეტი

 

 

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, საქართველოსთან  ურთიერთობებს გადახედოს. მათ შორის შემცირდეს ქვეყნის დახმარება. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი მძიმე გზავნილი ჯერ არ ყოფილა. დათქმულია კონრეტული ვადაც. ორ თვეში შესაძლოა, კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ ახალი სანქციები ამოქმედდეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. სენატის მაღალჩინოსანი არ მალავს, რომ ქართველი ოლიგარქის საკითხი ვაშინგტონში აქტიურად განიხილება. 

არ არის გამორიცხული, სანქციების ახალი ტალღაში მოსამართლეების ახალი გვარებიც ვიხილოთ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ წუთებშიც ვაშინგტონში საქართველოე დისკუსიები გრძელდება. მთავარი კითხვაა, სად არის საქართველო? დასავლეთთან თუ რუსეთთან და ჩინეთთან? 

ამერიკა კითხვებზე პასუხებს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე ბერკეტები მოქმედებაში მოვა. ორ თვეში ამერიკამ სანქციების ახალი პაკეტი უნდა დაამტკიცოს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.