დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ქეთევან დუმბაძეს - კი

05.09.23 18:48
დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ქეთევან დუმბაძეს - კი

პარლამენტმა "ქართული ოცნების" დეპუტატს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, თუმცა, ქეთევან დუმბაძისთვის სტატუსის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს. ქეთევან დუმბაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - ხმა 68 დეპუტატმა მისცა, 1 კი წინააღმდეგ იყო.

დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ვერ მოხდა, რადგან მას ხმები დააკლდა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 2-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12 მისცა ხმა. შესაბამისად, სერგეენკო კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება.

ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის მოტივით უჩერებდნენ. სერგეენკო ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა და გუნდს გაემიჯნა.