"ოცნება" მოქმედებაზე გადადის - პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციოში ორშაბათს შევა
მუქარიდან მოქმედებაზე - ხელმოწერები შეგროვებულია. ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავად არის სარჩელის ინიციატორიც და ავტორიც. ახლა "ოცნება" ოპოზიციის ვერდიქტს ელოდება. გზავნილი ოპონენტების მიმართ ასეთია - ვინც მხარს არ დაუჭერს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ იმ პრეზიდენტს მფარველობენ, ვისაც ჯაშუშად მოიხსენიებდნენ.
რა უნდა "ოცნებას"? - ხელისუფლების მთავარი მიზანი დღეს ირაკლი ზარქუამ გაახმოვანა. "გაჩუმდეს სალომე", - ეს არის რისთვისაც ახლა მმართველი გუნდი სასამართლოში იბრძვის.
მთავარსარდლის გადაყენების კამპანიაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" პარალელურად, გეგმავს ზეწოლა გააგრძელოს ზურაბიშვილზე. ეს კი საფრთხეა "ოცნებისთვის", რადგან დღეს პარტიის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ზურაბიშვილმა 7-8 თვეში მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.