"ოცნებამ" უკან დაიხია - დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება

05.09.23 20:25
"ოცნებამ" უკან დაიხია - დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება

 

 

დავით სერგეენკოს სამაგალითოდ დასჯის გეგმა ჩავარდა. "ოცნებამ" უკან დაიხია. დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტიდან ვერ გაუშვეს. გეგმები ბოლო წუთებში დადგა თავდაყირა. ჯერ მანდატის ჩამორთმევა გადაწყვიტეს ისე, რომ სერგეენკოს არაფერი ჰკითხეს, ახლა კი ამბობენ, რომ ეს პატივისცემის დემონსტრირება იყო და საბოლოო გადაწყვეტილებამდე აზრი დავით სერგეენკოს  უნდა ჰკითხონ.

ამ მოცემულობით კი სერგეენკო ისევ პარლამენტის დეპუტატია. მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი  მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა. ჩნდება კითხვა, "ოცნებამ "ბოლო წამს გუნდის შიგნით გადაწყვიტა, რომ სერგეენკოსთვის მანდატი უნდა შეენარჩუნებინა, თუ პარტიის  წევრებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება და დეპუტატის  პარლამენტიდან გაშვებას არ დაეთანხმნენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.