დიდი საკადრო ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში - რა სცენარს ამზადებს რუსეთი?

05.09.23 20:43
დიდი საკადრო ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში - რა სცენარს ამზადებს რუსეთი?

 

 

რა სცენარს ამზადებს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში? - ე.წ მთავრობაში დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობიდან გადააყენეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, სერგეი პუსტოვალოვი. შესაბამის განკარგულებას ხელი ბჟანიამ უკვე მოაწერა. მანამდე კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ე.წ  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ პოსტი დატოვა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთიდან პირდაპირ კრემლში გადაინაცვლებს. აფხაზური ტელეგრამ არხების ცნობით, პუტინი მას უკრაინის მიმართულებას  ჩააბარებს. ეს ის ე. წ მაღალჩინოსანია, რომელიც  აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მიმართულებით  მუშაობის შემთხვევაში რეპრესიებს უწყობდა და ემუქრებოდა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძს რეპორტაჟში.