როდის განიხილება შოვის საქმეზე საგამოძიებო კომისიის საკითხი - საშემოდგომო სესია ისევ ჩხუბით გაიხსნა
საშემოდგომო სესია ისევ ჩხუბით გაიხსნა. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდოდა, რომ არა მანდატური, რომელმაც პროცესები გაანეიტრალა. ყველაფერი კი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის გამო დაიწყო. მოვლენები, რომელმაც მთელი ქვეყანა ერთი თვის წინ შოკში ჩააგდო, პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ქრება. "ოცნებას" კომისიის შექმნა არ უნდა და ამიტომ ვინც ამ თემაზე საუბარს იწყებს, ყველას თავს ესხმის.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარიას პოლიტიკურ გუნდს წამწომი ჩაურთო. მოსაფიქრებლად ერთი თვეა. თუ ოქტომბერში პარტია "საქართველოსთვის" წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ, მაშინ ენმ გეგმავს, რომ შოვის ტრაგედიის საქმის მიჩქმალვაში ექსპრემიერის გუნდი "ოცნების" მხარდამჭერად გამოაცხადოს. სწორედ ამ მიზეზით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოქტომბრისთვის გადაიდო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.