ბათუმში უძრავი ქონების რუსულენოვანი გამოფენა-გაყიდვა კვლავ იგეგმება
ბათუმში უძრავი ქონების რუსულენოვანი გამოფენა-გაყიდვა კვლავ იგეგმება. გავრცელებულ რეკლამაში აღნიშნულია, რომ 28 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიანში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ამ გამოფენა-გაყიდვის საპრომოციოდ შექმნილი ვებ-საიტის მიხედვით, "ექსპო 2.0"-ის მონაწილეები მიიღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებას არა მხოლოდ საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად, არამედ კვიპროსში, დუბაისა და თურქეთში მომუშავე დეველოპერებისგანაც.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, სასტუმრო მერიდიანში გამოფენასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
ბათუმში მსგავსი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა დაანონსებული იყო 29-30 ივლისსაც, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე გაუქმდა. მაშინ დეველოპერული კომპანიები ამბობდნენ, რომ მათი სახელები გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სიაში მათთან შეთანხმების გარეშე მოხვდა.
"ექსპო 2.0."-ის ორგანიზატორების მტკიცებით, 28 სექტემბერს მათ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები:
ELT BUILDING
LIKE HOUSE
GUMBATI
NEXT
METROPOL
MARDU HOLDING
ALLIANCE
RHODOS
BIANCA
MZIURI
GURU
ANDE
GALILEO BATUMI
BATUMI VIEW
CALLIGRAPHY
TECTO
WHITE SAILS
PANORAMA