უქნარები და არაფრის მაქნისები არიან.. რუსეთიზაციისკენ მივდივართ - რას ფიქრობენ თბილისში

05.09.23 21:37
უქნარები და არაფრის მაქნისები არიან.. რუსეთიზაციისკენ მივდივართ - რას ფიქრობენ თბილისში

 

როგორ აფასებენ თბილისში ხელისუფლების მუშაობას - მოქალაქეები მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. 

ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მთავრობაში უსუსური ხალხი დევს, ზის ვერ ვიტყვი - დევს. მთლად ჩამოიშალა ქვეყანა, მინდა, რომ აქ ვიცხოვრო, ჩემს სამშობლოში. რუსეთიზაციისკენ მივდივართ, ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა - ვინც შეიძლება რომ ხმა ამოიღოს, დაკავებული ჰყავთ, სააკაშვილს ვგულისხმობ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

უფრო სჯობია, რომ მთავრობაში ახალი გუნდი იყოს. ხელისუფლება უკვე მეათე წელია არის და საერთო ჯამში, საშუალოა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

უქნარები და არაფრის მაქნისები არიან, არხეინად სხედან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ამ მთავრობის სამსახურში ვარ და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ვიყო ამ მთავრობის და ვინც გაიმარჯვებს. მე ზვიადიდან მოყოლებული ყველა მთავრობის მედროშე ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან ოპოზიციური პარტიების მუშაობითაც.  

მელიამ იქაჩა, იქაჩა - ვერაფერი, გამოვიდა მერე ხაბეიშვილი - სიწყნარე წავიდა, ვითომ მოვიდა, რომ ხმაურს ატეხდა, შეიძლება ვიყვიროთ, მაგრამ საქმე უნდა აკეთოს ვიღაცამ, ეროვნული არავინაა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ოპოზიცია არ უნდა იყოს ჭიდილი, ოპოზიცია ხალხის ნება-სურვილს უნდა აჟღერებდეს. ლელო ხალხთან დაახლოებულია და მგონი, მას დავუჭერ მხარს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ერთმანეთზე უარესები არიან, არც ნაცები და არც ქოცები არ უვარგანან ღმერთს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.