დროა, შეიცვალოს ხელისუფლება, თავისი ნებით წავიდნენ, უკეთესი იქნება - "რეაქცია" სამეგრელოდან

05.09.23 21:44
დროა, შეიცვალოს ხელისუფლება, თავისი ნებით წავიდნენ, უკეთესი იქნება - "რეაქცია" სამეგრელოდან

 

რამდენად კმაყოფილები არიან მოქალაქეები მთავრობის მუშაობით - სამეგრელოში მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირების გამო, შიში აქვთ მთავრობის მხრიდან დასჯის. 

ხელისუფლება ყველგან და ყოველთვის მარიონეტებისგან შედგება და ეს მარიონეტები ადვილი სამართავია, პრიმიტიული აზროვნების ხალხია - ამას რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ, განსაკუთრებით რუსეთის,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ხალხის ხმა რომ არ ისმინა სააკაშვილმა, იმიტომ გააბრძანეს და თუ არ შეისმენს, ეგენიც მიყვებიან მაგას,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდების განათლებას, ახალგაზრდებს უნდა გვქონდეს სურვილი, რომ დარჩნენ ქვეყანაში. მინდა ისეთი სიტუაცია შეიქმნას ქვეყანაში, რომ მეტად იყოს ახალგაზრდებისთვის იმ განათლების მიღება, რაც საზღვარგარეთაა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

საჭიროა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. დროა შეიცვალოს ხელისუფლება და შეიცვალოს ცხოვრება, რთული ცხოვრებაა. თავისი ნებით წავიდნენ, უკეთესი იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.