შოვი არ იქნება ბოლო და უკანასკნელი ამ ქვეყანაში, თუ ასე გაგრძელდა - გოდოლაძე
"შოვი არ იქნება ბოლო და უკანასკნელი ამ ქვეყანაში თუ ასე გაგრძელდა," - ეს განცხადება სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ "რეაქციაში" გააკეთა.
გოდოლაძის თქმით, მსგავსი ბუნებრივი მოვლენები მომავალშიც იქნება და რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, წინასწარი შეტყობინებების სისტემების დაყენება და კვალიფიციური კადრების აყვანაა.
შოვი არ იქნება ბოლო და უკანასკნელი ამ ქვეყანაში თუ ასე გაგრძელდა. ისეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, სადაც შოვის მაგვარი მოვლენები გვექნება. დურუჯის, შოვის, ყაზბეგის - უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, ხეობები გვაქვს, სადაც მნიშვნელოვანია, გვქონდეს წინასწარი შეტყობინებების სისტემები. მნიშვნელოვანია გვყავდეს კვალიფიციური კადრი, რომელიც ამ სისტემების მართვას შეძლებს, რომელიც არ გვყავს.
სატელიტური ფოტოები რომ ნახოთ, საფრთხე რეალურია. გვაქვს მყინვარები, რომლებიც ახლა ინტენსიური დნობის პროცესშია," - ამბობს გოდოლაძე.