შოვის ტრაგედია პოლიტიკურია? - კი. ვინც გეუბნებათ, რომ არ არის დამნაშავე და მოღალატეა - კუპრაძე
„შოვის ტრაგედია პოლიტიკურია? - კი, პოლიტიკურია, ვინც გეუბნებათ, რომ არ არის ეს პოლიტიკური პროცესი დამნაშავე და მოღალატეა," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
კუპრაძის თქმით, ქვეყანაში კორუფციაა და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების პოლიტიკა მოშლილია.
ჩვენ გვქონდა ნათელი პოზიცია, გარდა იმისა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას მხარს დავუჭერთ, იმ სარისკო შემთხვევის შესწავლა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს.
შემოიყვანეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საკმაოდ მძიმე რეპუტაციის მქონე რიგ ქვეყნებში სანქცირებული კომპანიები და მათ აშენებენ ქვეყნის მთავარ, საკვანძო მაგისტრალს - იმიტომ, რომ კორუფციონერები, დამნაშავეები არიან, ამიტომ არ უნდათ საგამოძიებო კომისია, ჯაჭვი იკვრება ამ პროცესში.
მეწყერი რომ მოხდა რიკოთზე, მეწყერთან დადგეს პატარა ჯიხური, დააყენეს დარაჯი, მისცეს ხელში რაცია და შეგვატყობინე, როგორ იქნება აქ სიტუაცია და ჩაიტანა დამატებითმა მეწყერმა ეს ადამიანი," - ამბობს ირაკლი კუპრაძე.